დემნა გვასალია „ვეტმანს“ ტოვებს


უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების მთავარი თემა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველი დიზაინერის გადაწყვეტილებაა. დემნა გვასალია მის მიერ შექმნილ გავლენიან მოდის ბრენდს - „ვეტმანს“ ტოვებს.

დემნა გვასალია, რომელმაც საკუთარი კოლექციებით მოდის სფეროში ერთგვარი გარღვევა მოახდინა, ძმასთან ერთად ხუთი წლის წინ შექმნილ მოდის სახლში საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს.

გურამ გვასალია „ვეტმანში“ რჩება, დემნა გვასალია კი „ბალენსიაგას“ მოდის სახლში შემოქმედებით ხელმძღვანელად აგრძელებს მუშაობას.

თათია ბუხრაშვილი გვეტყვის, როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია დიზაინერს, რომელმაც კოლექციებში სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად, საქართველოს ოკუპაციის თემატიკაც ფართოდ გამოიყენა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან