თავდაცვის მინისტრი ბაზა „ერედვზე"
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზა „ერედვს" ესტუმრნენ და 42 ბატალიონის ჯარისკაცები მოინახულეს. ქართველ სტუმრებს ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა პირადად მოახსენეს ადგილზე არსებული სიტუაცია. თავდაცვის მინისტრი დეტალურად გაეცნო ქართული შენაერთის პასუხისმგებლობის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას. 42-ე ბატალიონის მონახულებისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით „გენერალი მაზნიაშვილი" და „სამშობლოსათვის თავდადებული" პირადად დააჯილდოვა. ვიზიტის ფარგლებში, ბაზა „ლეზერნიკზე" რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის მეთაურთან გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან გაიმართა შეხვედრა. მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართველ სტუმრებს ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ამ დროისთვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში 1600-მდე ქართველი მსახურობს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.
თავდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი...
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრი...
ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკო...
ქართველი ჯარისკაცების საპასუხო ბარათები საჯარო სკო...
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედ...
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის...
გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ერთვება
მსგავსი ვიდეოები
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სპეციალური ოპერაციების სარდლობის მშენებარე ბაზა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის მინისტრმა ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულა
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო მახათას მთაზე სამხედრო ქალაქს ააშენებს
TV IMEDI
საბრძოლო მომზადების ცენტრი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ვიზიტის დროს ბაზა კუნდუზის მიმ...
PalitraNews