კანონპროექტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წარდგენამდე, პოლიტიკური შეფასებები კეთდება ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით, კანონპროექტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სულისკვეთებისაა, რის გამოც, ინიციატივების მხარდაჭერას არ აპირებს, მმართველი გუნდი კი ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს. ხვალ პარლამენტის ბიუროს ის კანონპროექტი წარედგინება, რომელიც ამერიკული ვერსიის ანალოგია. პროექტი ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, უცხოური აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. ამ ეტაპზე პარლამენტში უკვე ორი კანონპროექტია წარდგენილი, აქედან ერთი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა და მეორე, რომელიც ამავე პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივით, პირდაპირ ამერიკული ვერსიის ზუსტი თარგმანია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან