რეგისტრაცია პროფესიულ კოლეჯებში
პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება. რეგისტრაცია 10 აგვისტოს ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ელექტრონულ პლატფორმაზე evet.emis.ge. 10 აგვისტოს შემდეგ ცნობილი გახდება ტესტირების ვადები, რის შემდეგაც კოლეჯებში ჩარიცხვის პროცესი დაიწყება. მანამდე კი სასწავლებლები სწავლის მსურველებს სიახლეებს სთავაზობენ. მათ შორისაა კოლეჯი „მერმისი“, სადაც პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. კოლეჯში წელს პირველად, სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ ვებ-ტექნოლოგიებისა და სასტუმრო მომსახურების ინტეგრირებულ პროგრამებს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროფესიულ კოლეჯებში რეგისტრაცია დაიწყო 03-10-2016
TV4. ge
რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროფესიული სასწავლებლები და შემდგომი დასაქმების პერსპექტივა
შუადღე GDS / shuadge GDS
რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯში „იბერია“
MES Georgia
კასპის პროფესიულ კოლეჯში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდი...
TV მონიტორინგი
კასპის პროფესიულ კოლეჯში სწავლის მსურველების რეგისტრაცია გრძ...
Tv Dia