გამწვანების აქცია აჯამეთის აღკვეთილში


დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აჯამეთის აღკვეთილში, „Treepex”-ის პროექტის „დარგეხე“ ფარგლებში, ქართული მუხის 300-მდე ნერგი დაირგო.

პროგრამის ფარგლებში, „Treepex”-ის პროდუქციის შეძენისას, მყიდველი ავტომატურად ერთვება გამწვანების აქციაში. თითოეული პროდუქტის გაყიდვისას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თითო ხე ირგვება.

დღეს აქციის პირველი ეტაპი გაიმართა. აქციაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამაც მიიღო.

Facebook:   / protectedareas.ge  
Instagram:   / protectedareas  
Twitter:   / protectedareas_

ვიდეოები „დაცული ტერიტორიების სააგენტო"-ისგან