„ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენელი აგიტაციაზე საუბრობს
12.07.2014
02:24
კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა პანკისის ხეობაში. „ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენელი აცხადებს,რომ უბანზე „ქართული ოცნების" მაისურებით რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. მარიამ ხოსიაშვილის თქმით, მისი მოწოდების მიუხედავად, მათ საარჩევნო უბანი არ დაუტოვებიათ. „აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარესაც რეაგირება არ მოუხდენია", - აცხადებს დამკვირვებელი. ბრალდებებს უარყოფს კომისიის თავმჯდომარე. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ზვიადაურმაც. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/U7MCec