ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა


რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა ისე დაასრულა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩია.

საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა ორმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა წამოაყენეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატი არ დააყენა. მათ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ გახარიას პარტიას, თუ მათთან კონსულტაციებს გამართავენ. ამის შემდეგ, მათ სხდომა დატოვეს და კონსულტაციებისთვის მათ ეზოში ელოდნენ, თუმცა პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები მათთან სალაპარაკოდ არ ჩასულან. პირველ ტურში 16 ხმა ოცნების კანდიდატმა, სამი ხმა კი პარტია საქართველოსთვის კანდიდატმა აიღო. მეორე ტურის დაწყებამდე კი სხდომათა დარბაზი პარტია საქართველოსთვის წევრებმაც დატოვეს. საკრებულომ მეორე სხდომა ერთი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან