საკონსტიტუციო ცვლილებები


7 სექტემბერს პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შესაძლოა, თაროზე შემოიდოს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება პოლიტიკური უთანხმოების გამწვავების მიზეზი ხდება. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსით მიღებული ცვლილებების მიღება საერთოდ არ გახდეს საჭირო. მხარეებს შორის შეთანხმებულ პროექტში წერია, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. იგივე დათქმა იყო შარლ მიშელის შეთანხმების მეორე პუნქტშიც. მაშინ, როცა ოპოზიცია საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის მთავარ საკითხად სწორედ ამ ცვლილებების დროულად დამტკიცებას აცხადებს, ხელისუფლებას საერთოდ არ ეჩქარება. მმართველი გუნდის ლიდერები დღეს არსებულ 5%-იან ბარიერს ემხრობიან და პირდაპირ ამბობენ, რომ ბარიერის შესაძლო დაწევა ოპონენტების ქცევაზე იქნება დამოკიდებული. მსგავსი მინიშნებები კეთდებოდა მანამდეც, როცა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბარიერის დაწევას არა ვალდებულებად, არამედ პარტიის კეთილ ნებად და ოპონენტებისთვის გაკეთებულ საჩუქრად მიიჩნევდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთი პირობის დარღვევაში ადანაშაულებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან