„ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“

14.03.2019 02:02

2008 წელს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე უარით ალიანსმა პუტინს უბიძგა, აკეთოს, რაც მოესურვება,- ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. „ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ამ სახელწოდების მოსმენა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს უმნიშვნელოვანეს როლსა და ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა არსებულ გამოწვევებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მათ აღსაკვეთად ნატო-ს მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: