პაკისტანში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

31.01.2023 00:45

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირია დაშავებული. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, ლოცვის დროს სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ეს პაკისტანში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. შემთხვევის დროს მეჩეთში 300-დან 400-მდე სამართალდამცველი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული. როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ტერორისტებს სურთ, დათესონ შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებს. დაჯგუფება „თალიბანმა“ ფეშავარში განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი უარყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: