ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

01/17/2018
Likas Receptebi-ის მიერ

გემრიელი ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის რეცეპტი იხილეთ საიტზე http://mzareuli.info/salatebi/746 ყვავილოვანი კომბოსტოს სალატი და ბროკოლის სალატი ასევე ჩვენს საიზე იხილეთ უამრავი კულინარული რეცეპტი გემრიელი ნამცხვრების რეცეპტი, კულინარული საიტი და კრემიანი ნამცხვრების რეცეპტი
მასალა:

ბროკოლი 400 გრ
ყვავილოვანი კომბოსტო 400 გრ
პომიდორი 5-6 ცალი
ნიორი 3-4 კბილი
მწვანე ხახვი 30 გრ
კამა 10 გრ
ქინძი 10 გრ
ოხრახუში 10 გრ
ზეითუნის ზეთი / 100 / მლ
ლიმონი 1 ცალი
სოიოს სოუსი 2 ჩაის კოვზი
სელის მარცვალი 1 სუფრის კოვზი
მარილი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:


ბროკოლი და ყვავოლოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად და მოვათავსოთ მდუღარე მარილწყალში. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 3 წუთი.
მოხარშული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ და მოვათავსოთ სასალათეში.
დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილები. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ბროკოლის სალათის სოუსი.

სოუსის მომზადება:

ნიორი ჩავჭყლიტოთ დავამატოთ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი და სელის მარცვალი.
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ.
ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა მზადაა!