შსს-მ ტროტილი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

25.12.2014 01:33

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ხუსნი მ. ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონში, ხოლო 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნუგზარ ფ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით და 1940 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი აბდულ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის რაიონში, ხუსნი მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 578 გრ ტროტილი, ასევე, 4 კგ და 344 გრამი ტროტილისა და გვარჯილის ნარევი, რომელიც ვარგისია გამოყენებისთვის. სამართალდამცველებმა აბდულ ფ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკისას კუსტარულად დამზადებული რევოლვერი 7 საბრძოლო ვაზნით, საბჭოთა წარმოების, „ტოზ 8 ემ“-ის მოდელის კუსტარულად გადაჭრილი შაშხანა და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 10,083 გრ გამომშრალი მარიხუანაა. ნუგზარ ფ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 23, 167 გრ გამომშრალი მარიხუანაა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/R6a0s4

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ ტროტილი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
00:52

შსს-მ ტროტილი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება...

Ajara TV

შსს-მ ტროტილი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
01:37

შსს-მ ტროტილი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება...

PIA FUN

შსს მ ტროტილი ამოიღო
01:06

შსს მ ტროტილი ამოიღო

Civil Press სამოქალაქო პრესა

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ სამი პირი დააკავა

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დაა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დაა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო