ნატო-ს საიუბილეო სამიტი

04.12.2019 06:46

რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ნატო ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.

ლონდონში ორგანიზაციის ლიდერთა შეხვედრა დასრულებულია. ერთობლივ დეკლარაციაში ჩაიაწერა, რომ ალიანსი „ღია კარის“ პოლიტიკის ერთგული რჩება. „ვააქტიურებთ ქმედებებს ზღვაზე და ჰაერში ჩვენი თავისუფლების დასაცავად“ - ეს არის ნაწყვეტი დღეს დამტკიცებული კომუნიკედან.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ალიანსი ყოველთვის მზადაა მოსკოვთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, როცა რუსეთის მოქმედებები ამის შესაძლებლობას იძლევა. სამიტამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების გამო ლონდონის ლიდერთა შეხვედრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. სამიტის ფარგლებში გამართულმა ცალკეულმა შეხევდრებმა აჩვენა, რომ გარკვეულ საკითხებზე ნატო-ს შიგნით მაინც ვერ თანხმდებიან. 

ანა ბროლაძე ლონდონიდან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog