125

⭕"ომის რისკი და საშიშროება საქართველოში არის ნულის ტოლი" - ამ დასკვნით უპასუხა ჯგუფმა "ფარმა" ხელისუფლების პროპაგანდას ომის საფრთხეების შესახებ და რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გააცნო გათვლები და არგუმენტები იმაში დასარწმუნებლად, რატომ არის გამორიცხული, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, რუსეთმა საქართველოში ასეთივე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყოს. მეტიც, ისინი თვლიან, რომ რუსეთს არც უკრაინაში ომის შეწყვეტის შემდეგ ექნება რესურსი საქართველოსთან საომრად. ⭕დისკუსია ომის თემაზე პროევროპული პროტესტის ფარგლებში რეჟისორ პაატა ციკოლიას იდეა იყო - ის მიიჩნევს, რომ დროა, საზოგადოებაში დაიწყოს იმ "ცეცხლმოკიდებულ თემებზე" მსჯელობა, რომელზეც პასუხები მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს და რომელთა განხილვაც მედიაში თუ საჯარო სივრცეში სათანადოდ არ ხდება. -- მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი Youtube-ზე http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე http://tinyurl.com/bddphfyp

გაზიარება: