სააღდგომო მსახურება საქართველოს რეგიონებში
შუაღამის დადგომისას ზარების რეკვა და სააღდგომო საგალობლები ისმოდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია - მონასტერში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს. ხალხმრავლობა იყო ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ტაძარში, რომელიც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ არის მიჩნეული, მორწმუნეები საზეიმო მსახურებაზე დასასწრებად შეიკრიბნენ. ალავერდის ტაძარში კი ლიტანიობა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. მაცხოვრის აღდგომა, ადგილობრივებმა და სხვადასხვა რაიონიდან ჩასულმა მოქალაქეებმა მეექვსე საუკუნის ტაძარში იზეიმეს. ღამის 12 საათზე დაიწყო ღამისთევის მსახურება ახალციხეში, წმინდა მარინეს სახელობის ახალციხის საკათედრო ტაძარში. ისტორიულ სამცხეში მოქალაქეები სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. ოკუპირებული ცხინვალიდან, ზუსტად 2 კილომეტრში, სოფელ ნიქოზში, დღესასწაულის შესახვედრად მრევლი ნიქოზის ამაღლების ტაძარში შეიკრიბა. მსახურებას ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია უძღვებოდა. ლიტანიობა ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მოქმედ ტაძარშიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააღდგომო მსახურება - 05.05.2013
EFCG • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
სააღდგომო მსახურება სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააღდგომო მსახურება სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააღდგომო მსახურება | 2 მაისი, 2021
სააღდგომო მსახურება - შმაგი ჭანკვეტაძე - 08.04.2018
Georgian Evangelical-Protestant Church
სააღდგომო მსახურება - შმაგი ჭანკვეტაძე - 28.04.2019
Georgian Evangelical-Protestant Church
სააღდგომო მსახურება - შმაგი ჭანკვეტაძე - 19.04.2020
Georgian Evangelical-Protestant Church
სააღდგომო მსახურება - შმაგი ჭანკვეტაძე - 02.05.2021
Georgian Evangelical-Protestant Church