აქცია ონში ჰესების კასკადის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით
საპროტესტო აქცია გაიმართა ონში - აქციის მონაწილეებმა მდინარე რიონზე ჰესების კასკადის დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს. აქცია სადგურის მოედანზე დაიწყო და მოგვიანებით მონაწილეებმა ონის მერიის შენობის წინ გადაინაცვლეს. მოძრაობა „არა ონის კასკადს“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კასკადის მშენებლობა საფრთხეს უქმნის რაჭას, ამიტომ მისი განხორციელების საშუალებას კომპანია „ფერის“ არ მისცემენ. მოძრაობამ სარჩელით უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მათ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „მწვანე ალტერნატივა“, „ენერგოეფექტურობის ფონდი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“. ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. აქციას შეუერთდნენ „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე. აქციაზე გიორგი ვაშაძის გამოჩენას აქციის რამდენიმე მონაწილის მხრიდან, პროტესტი მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#ფერმა როგორ აქცია თემურ გუგეშაშვილმა ონი ტურისტების მიზიდულ...
პირველი არხი - ფერმა
აქცია
netgazeti ge
1 დღე - 4 აქცია
რადიო თავისუფლება
ინციდენტი აქციაზე
netgazeti ge
აქცია
giorgi urushadze
სტუდენტთა აქცია
batumi ijh
აქცია
აგროსერვის ცენტრი
აქცია
TV 25