Mercedes-Benz Citan 1.5 დიზელი (108 CDI) - ეკონომიური კომერციული დანიშნულების პურის მანქანა

04/17/2021
Giorgi Laluashvili-ის მიერ

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
Mercedes-Benz Citan 1.5 დიზელი (108 CDI) - ეკონომიური კომერციული დანიშნულების პურის მანქანა, მარცხენა რულიანი გერმანიიდან განბაჟებიანად დაჯდა დაახლოებით 6000-6500$, განბაჟება სპეც ტექნიკის გამო 1575 ლარის მაგივრად 4100 ლარი დაჯდა და ასევე არსებობს Crew და Tourer ვერსიები 5 და 7 ადამიანის ტევადობით, რომლის განბაჟებაც ნაკლები დაჯდება, წვა 4.6-5.3 ლიტრი, რენოს 5იანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ძრავი ძალიან ეკონომიური ინტერქულერიანი ევრო 6 დიზელი 1.5 კუბატურით რენოსი ეკო რეჟიმით და საცობებში ძრავის გათიშვის ფუნქციით, საკმაოდ კარგი ხმის იზოლაციით. მანქანა არის მერსედესის ლოგოს და წვრილმანების გარდა იგივე რენო კანგუ renault kangoo და ყველა ცვეთადი ნაწილი მიდის რენოსი. შორს მგზავრობისას ძალზე კომფორტულია და დამღლელი არაა საჭის მართვა, წვა 800 კილო დატვირთულზეც უცვლელად დაბალი იყო 5 ლიტრამდე. 0-100კმსთ 16 წამი, საბურავები ოთხივე ზომით: 195/65 R15, წონა 1320კგ მგზავრების და ტვირთის გარეშე, ზეთი 5w30. #მერსედესი #ციტანი #კომბო #რენო #კანგუ #ფურგონი #mercedes #citan #diesel #დიზელი #renault #kangoo
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში:
http://www.youtube.com/subscription_c...
https://www.facebook.com/giolaluashvi...
https://instagram.com/g.laluashvili

ვიდეოები „Giorgi Laluashvili"-ისგან