ომი უკრაინაში - 281-ე დღე
რუსული ძალები ისევ ახორციელებენ იერიშებს უკრაინაზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიმართულებით, ბახმუტისკენ უტევენ. დანარჩენ მიმართულებებზე, როგორიცაა უგლედარი და ზაპოროჟიე, თავდაცვითი პოზიცია აქვთ შენარჩუნებული. ავდეევკაში კი ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარშემო არსებულ დასახლებულ პუნქტებზე შეტევას ცდილობენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების რამდენიმე დისლოკაციის ადგილზე თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც, რუსული მხარის დანაკარგი 100-მდე ადამიანი და 5 ერთეული სამხედრო ტექნიკაა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პენტაგონი 6 ერთეული ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ნასამსის“ უკრაინისთვის გადასაცემად მილიარდ ორასი მილიონი დოლარის დახმარებას გამოყოფს. დღემდე უკრაინას უკვე გადასცეს „ნასამსის“ ორი სისტემა, რომელიც მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი საშუალებაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
42° პარალელი - კრიზისი უკრაინაში - მოსალოდნელია თუ არა ფართო...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
ნუ ცინიკოსობთ! განახებენ სეირს! ლიდერის ძიება იქნება აქილევს...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster