55 მილიონი ევრო ევროკავშირისაგან საქართველოს ENPARD-ის მეოთხე ფაზისთვის - პროგრამის პრიორიტეტები
#ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოუყო. ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის #ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზით დაგეგმილ ღონისძიებებს მოხმარდება. პროგრამა მიმართულია სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობაზე, ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვისა და ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის ამაღლებაზე. პროგრამა ENPARD საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. მისმა საერთო ბიუჯეტმა 234.5 მილიონი ევრო შეადგინა. მეოთხე ფაზა, ევროკავშირის წარმომადგენელთა განმარტებით, მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების, მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. პროგრამა ENPARD-ის პირველი სამი ფაზის მიმდინარეობისას, ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის დაფინანსებით ბიზნესის მართვისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში გადამზადდა 8,000-ზე მეტი ფერმერი, რეგიონებში ჩამოყალიბებული 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო და ექსტენციის ცენტრების დახმარებით; #LAG-ების ჩართულობით ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის.
JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი-ის სხვა ვიდეოები
თამარ გაგოშიძის ფსიქოლოგიური რჩევები აქტუალურ თემე...
09:19
აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია
09:57
მეცხვარე გოგო უკანა ფშავიდან
38:41
გარემოს დაცვითი პროექტების გავლენა ქვეყნის ეკონომი...
18:40
წითელი ჯვარი, საქართველოში 1918 წლიდან, პირველი რე...
31:47
NATO-საქართველოს თანამშრომლობის რეალური მიზნები და...
13:21
პოდკასტი #6 - სოციალური მედია და ექსტრემისტული მობ...
26:58
Power – ქალები ბიზნესში N5
მსგავსი ვიდეოები
'ფასით ნაყიდნი', - ჟურნალისტ ნატო ხუციშვილის ვიდეობლოგში, P...
PK TV2
5 საუკეთესო ფულის შოვნის მეთოდი ინტერნეტში
ჩატოპე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გ...
Maestro Television
55 000 000-ის გავლენა ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაზე
ამერიკის ხმა
\u0026#039;\u0026#039;თიბისი ბანკმა\u0026#039;\u0026#039; 55...
PalitraNews
ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში მიმდინარე პროექტებზე
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
$1 მილიონი გამწვანებისთვის “თბილისი გარდენსისგან”
Business Media Georgia