ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში


„სტრატეგია აღმაშენებელი“ დანარჩენ საპარლამენტო ოპოზიციას იმ სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირებისკენაც მოუწოდებს, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესებზე მუშაობს. გიორგი ვაშაძისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კრიტერიუმების შესამუშავებლად დაწყებული კონსულტაციები „თაღლითური სქემაა“. პარტია ომბუდსმენის კანდიდატების შესარჩევად საჭირო კომისიის მომავალ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებს და ინიციატივით გამოდის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით თავად წარადგინონ კანდიდატურები. პროცესის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი ცალკეული ოპოზიციური პარტიები, თუმცა ვაშაძის პოზიციას მაინც არ იზიარებენ. ოპოზიციის ნაწილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის მოწოდება გააკრიტიკა კიდეც. სახალხო დამცველის ასარჩევად საჭირო კრიტერიუმების და კომისიის დაკომპლექტების წესების შესამუშავებლად, შალვა პაპუაშვილთან პირველი კონსულტაციები გუშინ გაიმართა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გარდა, შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია მივიდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან