გამკაცრებული საკანონმდებლო რეგულაციები

15.10.2025 07:12

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ცოტა ხნის წინ გამკაცრებული რეგულაციები, კიდევ უფრო მკაცრდება.
საკანონმდებლო პაკეტები მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. საუბარია ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებზე. კერძოდ, დემონსტრაციების დროს სხვადასხვა ქმედებისთვის, მათ შორის გზის გადაკეტისთვის განსაზღვრული ჯარიმები ადმინისტრაციული პატიმრობით იცვლება. 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, თუ დემონსტრანტი შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სხვა საგანს. დანაშაულის განმეორება კი სისხლის სამართლით, ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული პოლიციელის შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის მესამე ფაქტზეც. მაშინ, როდესაც მმართველი პარტია მიღებულ გადაწყვეტილებას წინა ცვლილებების არაეფექტურობას უკავშირებს, ოპოზიცია გამკაცრებულ რეგულაციებს დემონსტრანტების დაშინების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, მორიგ მცდელობად აცხადებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub