სოფელ ქერეს მცხოვრებლების მოთხოვნა
სტიქიით დაზარალებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვს. სოფელ ქერეს მცხოვრებლები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი სოფლის მეურნეობის მინისტრის შეთავაზებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ მათთვის შეთავაზებული 200 ლარიანი ვაუჩერი ვერ აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს. სოფლის მოსახლეობამ დღეს უარი განაცხადა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვაზეც და შესაბამის დოკუმენტებზე ხელი არ მოაწერეს. საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ადგილობრივები მთავრობას სამდღიან ვადას აძლევენ, რის შემდეგაც საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გუშინ შეხვდა. როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, უწყებას ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შუამდგომლობა უკვე დაწყებული აქვს და დაზარალებულებისთვის სესხების გადავადების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულები ჰექტარზე 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. მისივე თქმით, საირიგაციო გადასახადს სახელმწიფო დაფარავს. გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი 25 მაისს დაისეტყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს ახალი საჯარო სკოლა ექნ...
შიდა ქართლის მხარე
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქერეს მკვიდრი გაიტაცეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიიდან საქარ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სოფელ მერეთში სწავლა დაიწყო, მათ შორის სოფელ ქერეს მოსწავლეთ...
Maestro Television
აგროდაზღვევის პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქერის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისთავში, კომპანია...
Saperavi TV
"დია"-ს მიკროფონთან სოფელი ქერე და ჩორჩანა
Tv Dia
წირვა ღამით- სოფელი ქერე. 30.08.2022
ფერისცვალების სამრევლო