კოვიდსტატისტიკა სკოლებში

22.10.2021 01:12

სკოლის მოსწავლეებს შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურია. ბოლო კვირის მონაცემით, ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა 219 სკოლა სრულად და 493 კლასი სხვადასხვა სკოლებში. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ამავე პერიოდის მიხედვით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების - 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გამოვლენისთანავე, პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani