უგზოუკვლოდ დაკარგულების გადმოსვენება


1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ნეშტი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მათგან 7 მებრძოლი, ხოლო 5 მშვიოდბიანი მოქალაქეა.

ექპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა ქეთევან ცხელაშვილიც. მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. დაღუპულების იდენტიფიცირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.

დაკრძალვის ცერემონიალი ხვალ, 16 მარტს გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან