რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

14.01.2022 08:23

ორშაბათიდან კოვიდ-ინფიცირებულების და მათი კონტაქტების იზოლაციის ვადები მცირდება.

საქართველო პრაქტიკულად ამერიკულ პროტოკოლს ნერგავს, რომლის მიხედვით სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე იზოლირებული 13 დღის ნაცვლად, 10 დღე იქნება, უსიმპტომო და მსუბუქი კი 10-ის ნაცვლად მხოლოდ - რვა დღე. თუმცა, გარეთ გასვლის შემდეგ მინიმუმ ხუთი დღე პირბადეების ტარება სავალდებულოა. კიდევ უფრო მარტივდება პირობები ინფიცირებულთა კონტაქტებისთვის. ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში ყოველდღე კორონავირუსის საშუალოდ 5 500-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. „ომიკრონის“ შემთხვევების აღრიცხვა გართულებულია, რადგან ექიმებიც ადასტურებენ, რომ ზოგჯერ სამხრეთ აფრიკულ შტამს „პისიარ“-ტესტიც ვერ ადგენს. დაახლოებითი გათვლებით, ოფიციალურად დაფიქსირებული დღიური შემთხვევების ნახევარი უკვე „ომიკრონზე“ მოდის. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub