ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. ცვლილებები პრემიერის მიერ დაანონსებული საგადასახადო ამნისტიის გარდა, ოფშორში უკვე დარეგისტრირებულ აქტივების საქართველოში შემოტანის პირობებს ეხება. კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის, საქონლის საქართველოში შემოტანა და იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილისა და აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს. საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდება. ოპოზიცია საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მოარგო. ბრალდებებს მმართველი გუნდი არ იზიარებს და აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი საქართველოში ინვესტიციების კიდევ უფრო გაზრდაა. პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს და დოკუმენტს დღეს საბოლოოდ დაამტკიცებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
Revenue Service
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
Tv Dia
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
TV 25
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
Business Media Georgia
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
ტელეკომპანია თანამგზავრი
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
TV3
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
yourparliament
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში-ტრენინგი ბუღალტრებისთვის
ტელეკომპანია ბორჯომი