ახალი 12 | ხაინდრავას საქმე | 27.09.12

09/27/2012
GeoArchive-ის მიერ

გოგა ხაინდრავას დღეს მეორედ დაკითხავენ. ამომრჩეველთა ლიგის წევრი ვაკის პოლიციის განყოფილებაში 13 საათზეა დაბარებული. ხაინდრავა ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე უნდა დაკითხონ. სამართალდამცავი უწყებები საფრანგეთში მოქმედი კანონიერი ქურდების ქართული ოპოზიციის წარმომადგენლეთან შეხვედრის მიზანს იძიებენ. პირველად ხაინდრავა სამართალდამცავებმა 25 სექტემბერს-გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან რამდენიმე საათში დაიბარეს და სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს. ლიგის წევრის ადვოკატის ინფორმაციით, საქმე 223-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რომელიც კანონიერ ქურდობასა და ქურდული სამყაროს წევრობას ეხება.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube