ახალი 12 | დაკითხვა პროკურატურაში | 26.09.12
რა კავშირი აქვს გოგა ხაინდრავას ქურდულ სამყაროსთან - სამი საათის განმავლობაში პოლიციაში ხაინდრავა ამის თაობაზე იკითხებოდა. მას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ნამდვილად საფრანგეთში და შეხვდა თუ არა რევაზ ლორთქიფანიძეს. გოგა ხაინდრავამ გამომძიებლებს დაუდასტურა, რომ რევაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა, რადგან მასთან 35-წლიანი მეგობრობა აკავშირებს. გამოძიება 223 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რომლის პირველი ნაწილი კანონიერ ქურდებს, მეორე ნაწილი კი ზოგადად ქურდულ სამყაროს შეეხება. გარდა ამისა, გამოძიება სწავლობს ფულის გათეთრების საკითხსაც. გოგა ხაინდრავა მორიგ დაკითხვაზე 27 სექტემბერს, დღის პირველ საათზეა დაბარებული, რის გამოც ვეღარ შეძლებს კიევში ვიზიტს, სადაც მისი ფილმის ჩვენებისთვის უნდა ჩასულიყო. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფრანგული მხარის მიერ მიწოდებული მასალა გაავრცელა.მთავარი პროკურორი აცახდებს, რომ "კანონიერი ქურდების" ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, "მხედრიონის" ტიპის ფორმირების შექმნა და "ქურდების" გავლენის აღდგენა წარმოადგენდა. თუმცა კადრებში მხოლოდ ისაა ნაჩვენები, რომ ხაინდრავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი კარებში რამდენჯერმე შედიან და გამოდიან. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube
მსგავსი ვიდეოები
ახალი 9 | დაკითხვა პროკურატურაში | 26.09.12
GeoArchive
ახალი 6 | დაკითხვა პროკურატურაში | 26.09.12
GeoArchive
ახალი 6 | დაკითხვა პროკურატურაში | 19.09.12
GeoArchive
ახალი 4 | ხაინდრავას საქმე | 27.09.12
GeoArchive
ახალი 12 | დაკითხვა გურჯაანში | 13.10.12
GeoArchive
ახალი 12 | საყვარელიძის დაკითხვა | 12.12.12
GeoArchive
ახალი 12 | ლიპარტელიანის დაკითხვა | 21.02.13
GeoArchive
ახალი 12 | ახალაიას დაკითხვა | 06.11.12
GeoArchive