„ტემპუსის" პროგრამის პრეზენტაცია თელავის უნივერსიტეტში
19.06.2013
01:05
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს „ტემპუსის" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აგრარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, ნიკოლოზ სულხანიშვილმა, წარმოადგინა. შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. პროგრამის მიზანია პროექტში მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამარტივება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/12KRwQX