ბიძინა ივანიშვილის წერილი


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებების დღემდე გამოუძიებლობა, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია.

„ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს. 

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება მერაბ კოსტავა. სწორედ ზვიადის და მერაბის სახელებს უკავშირდება ტრაგიკული 9 აპრილის გამარჯვების დღედ გარდაქმნა და მეორე რესპუბლიკის დაბადების დღედ გამოცხადება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე, სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს,” -  ნათქვამია ივანიშვილის წერილში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან