25. 25. 25 / მიხა ხელაშვილი

01/25/2021

© https://mtisambebi.ge/ - 25 წლის მიხა ხელაშვილი, 1925 წლის 25 იანვარს, საკუთარ დაბადების დღეზე, საბჭოთა ხელისუფლების დავალებით, მეგობრებმა ღალატით მოკლეს. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭის ცხედარი ხალხის დასაშინებლად, დუშეთის მილიციის ეზოში დააგდეს. რამდენიმე დღის შემდეგ ნეშტი მისმა დამ მოიპარა და ქურდულად მიაბარა მიწას ჩარგლის სასაფლაოზე, ბოლშევიკების ხელით მოკლული დედის გვერდით. ნახეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟი მიხა ხელაშვილის შესახებ. ფილმი საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით IREX-ის მიერ განხორციელებული „საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის“ (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან