ნაკლული ნივთი Amazon.com

10/29/2023
USA2GEORGIA-ის მიერ

მოგესალმებით, ამ ვიდეო-ინსტრუქციით გასწავლით, როგორ უნდა მიმართოთ ონლაინ მაღაზია Amazon-ს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ამანათი კომპანია USA2GEORGIA-ს საშუალებით საქართველოში ჩამოვიდა და პროდუქციას რაიმე ნივთი აკლია.

- პირველ რიგში, შედით ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე amazon.com, შემდეგ თქვენს ექაუნთში და ჩამოსქროლეთ ბოლოში.

- აქ თქვენ დაგხვდებათ კატეგორია Help, დაკლიკეთ და გააგრძელეთ პროცესი.

- მარცხენა მხარეს შემოთავაზებული ვარიანტებიდან აირჩიეთ Where is my stuff. შემდეგ - Find a missing item from your package.

- აქ Amazon-ი იმ ძირითად ინსტრუქციებს გაგაცნობთ, რაც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ნივთი, რომელიც კონკრეტული ამანათით არ მიგიღიათ, შესაძლოა, ამაზონმა ცალკე გამოგიგზავნათ, საკითხის დასაზუსტებლად, ამაზონი გთავაზობთ, რომ თქვენი შეკვეთა შეამოწმოთ კონკრეტულ ბმულზე დაკლიკვით.

- თუკი ამაზონიდან სხვა ამანათებსაც ელოდებით და ჯერ ისინი არ მიგიღიათ, ონლაინ მაღაზია გირჩევთ, რომ დაელოდოთ ყველა ამანათის ჩამოსვლას, იმ ვარაუდით, რომ ნაკლული ნივთი ერთ-ერთი შეფუთვაში იქნება.

- თუკი სხვა ამანათებს საერთოდ არ ელოდებით, ამ შემთხვევაში ამაზონი ნაკლულ პროდუქციას ცალკე თრექინგ კოდით გამოგიგზავნით. მას კი 48 საათის განმავლობაში ამაზონის თქვენს ექაუნთში უნდა დაელოდოთ.

- დაბოლოს, სტატისტიკურად, ასეთი შემთხვევები მომხმარებლის სასარგებლოდ სრულდება, მთავარია, სწორად მიჰყვეთ ინსტრუქციას.

წარმატებებს გისურვებთ!

#amazon
#missingitems
#videoguide