ნაკლული ნივთი Ebay.com

29.10.2023 01:22

მოგესალმებით, ამ ვიდეო-ინსტრუქციით გასწავლით, როგორ უნდა მიმართოთ ონლაინ მაღაზია Ebay-ს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ამანათი კომპანია USA2GEORGIA-ს საშუალებით საქართველოში ჩამოვიდა და პროდუქციას რაიმე ნივთი აკლია. - პირველ რიგში, შედით ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე ebay.com, შემდეგ თქვენს ექაუნთში და ჩამოსქროლეთ ბოლოში. - აქ თქვენ დაგხვდებათ კატეგორია Help and contact, აირჩიეთ contact us, დაკლიკეთ და გააგრძელეთ პროცესი. - მომდევნო ეტაპზე, ისევ ჩამოსქროლეთ და დაკლიკეთ contact us-ზე. აირჩიეთ კატეგორია returns and refunds, შემდეგ get help with an item that hasn't arrived. - ამის შემდეგ, მარცხენა მხარეს დაკლიკეთ chat with our automated assistant-ზე. - მარჯვენა მხარეს გაიხსნება ჩატი, სადაც შეძლებთ თქვენი ნაკლული ამანათის შესახებ Ebay-ს ასისტენტთან საკითხის პირადად გარკვევას. ამისთვის, ინგლისურ ენაზე ასისტენტს დეტალურად აუხსენით თქვენი პრობლემა. შესაძლოა, Ebay-მ ნივთი ხელახლა გამოგიგზავნოთ ან შესაბამისი კომპენსაცია მიიღოთ. ეს თქვენს კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. - მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სტატისტიკურად, ასეთი შემთხვევები მომხმარებლის სასარგებლოდ სრულდება, მთავარია, სწორად მიჰყვეთ ინსტრუქციას. წარმატებებს გისურვებთ! #ebay #missingitems #videoguide

გაზიარება: