(თრილერი) PKTV. ჩოქო მხეიძე 2021 წ. 50 ლარად გაყიდულ არჩევნებზე. ჩოქო 09.11.21წ. გარდაიცვალა...

19.11.2021 03:34

● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php ● შემოგვიერთდით:   / pktv.ge   ეს გახლავთ თრილერი. გადაცემის სრულ ვერსიას იხილავთ ლინკზე:    • PKTV, 'მოლაშქრე ვარ, მქვია ჩოქო, ხუნტ...   გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ის პირდაპირ ეთერში გავიდა 2021 წ. ოქტომბრის ბოლოს ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის საავტორო რუბრიკაში 'კვირის ფერები - სახელდახელო სტუდია', სხვა რუბრიკების ერთობლიობით, რომელთაგან ერთ-ერთია 'კაცი, რომელიც ამშვენებს ქალაქს'. გადაცემის სახელწოდებაა: ''მოლაშქრე ვარ, მქვია ჩოქო, ხუნტა უნდა დავაჩოქო', თენგიზ ჩოქო მხეიძის სტუმრობა და..გახსენება '. გადაცემა ჩაწერილია 2021 წლის 9 ოქტომბერს. ჩოქო იგივე თენგიზ მხეიძე, პოეტი, მხატვარი, ეროვნული მოძრაობის წევრი, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტ გამსახურდიას რწმუნებული, ასევე პრეზიდენტ გამსახურდიას რწმუნებული ჩეჩნეთ-ინგუშეთში, მოკლედ, საოცარი ზნეამაღლებული, დიდებული პიროვნება, კოლორიტი, მართლაც რომ, არგვეთის მთავართა ჩამომავალი - დიდგვაროვანი მხეიძე... დაიბადა 15 ოქტომბერს (1954 წ.), სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2021 წლის 9 ნოემბერს, გადაცემის ჩაწერიდან ზუსტად ერთი თვის თავზე... ნათელი დაუმკვიდროს უფალმა! ამიტომ გადაცემა ხელახლა გადამონტაჟდა და ცოტა სხვა ელფერი მიიღო... სამწუხაროდ, ეს გადაცემა უკანასკნელი ინტერვიუ აღმოჩნდა ბატონი ჩოქოსთვის - არადა, მაყურებელს ვპირდებოდით მასთან კიდევ შეხვედრას... ბევრი რამ დარჩა უთქმელი... მისი უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც 04.11.21 წ. -თია დათარიღებული: ' ფეხზე ვერ ვდგევარ, ვეღარ გნახულობ, ჩემო ტკივილო და გაზაფხულო'... და არის სამჯერ დაწერილი სახელი: 'ირაკლი დოკვაძეს ირაკლი ირაკლი ვეღარ...' დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ. გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. ოპერატორები: ზაქარია როჭიკაშვილი, კოტე ფორჩხიძე. მონტაჟი: ქეთი სესიაშვილი გამოიწერეთ ჩვენი არხი pk tv2; გთხოვთ, ნუ დაიშურებთ ყოველთვიურად სულ მცირე 1 ლარს და ჩაგირიცხეთ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000975704900. s/k 404470899. ტელეკომპანია PKTV. ისევე თქვენს სასარგებლოდ, რადგან ჩვენ მართლა გულწრფელად გემსახურებით მართალი სიტყვითა და ინფორმაციებით ასე რომ, გვიყურთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ. გაგრძელებები იქნება... ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , "ახალი ქსელები", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge ● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  . ასევე გვიყურეთ თანამგზავრზე - Azercosmos 46 გრადუსი, 30 000 ჰორიზონტალზე, სიხშირე -11095 (დროებით დაპაუზებულია) ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●

გაზიარება: