ოთო გურგენიშვილი - არალიტერატურული კაფე
არალიტერატურული კაფე სვებების ნალექი ფინჯან ყავაში , რადიო სიმებად ურტყავს ნაფაზებს. კვამლი გამახვევს ფიქრთა გამაში, ასაკი ღვინოს წლებით აფასებს. ჩიხად გცეული გულის ქუჩები, მოედინება ძარღვად გრძნობების, ვნებას ვიხეთქავ ბრაზის მუჭებით, მოციქული ვარ მუზის სტროფების. საფერფლის ლანჩა,ფეთქვად წრიალებს, როგორც ჭაობში ანცი კალია. მერე ჭანჭურიც გამატიალებს, კალამს რომ შეჩნდა წერის მანიად. ბარმენის დახლზე ცეცხლის ფერხული, ხის იატაკზე ამბორი თაბახს, სიგარის კვამლით სავსე დევსული, თიხის კრამიტში ქსელებს რომ აბამს. რკალად ნატყორცნი მთაწმინდის ღამე, მოსწყდა ჰანგების ვიწრო დასაბამს. და ზედ ნაძვის ხეს დაეცა მწვანედ, აისის ნამად წიწვს რომ ასახავს. მელან დამშრალი ვკითხულობ შექსპირს და ესმერალდას გუმბათს ვამგზავრებ, წვიმა იდეებს წვეთებად მესვრის, აბსენტს დაცვარულ ყლუპად ვამთავრებ. მიმტანს მივუძღვნი მონის არიას, და გამოვიწვევ ვალსის საცეკვად, ურცხვად ვუმღერებ ,,ავე მარიას" ირანელ შამანს ვხატავ სახებად. ბურბონებს თხოვნად გაუხდათ მუდარა, მოხუცებს საქიშპოდ ,,ისე რა" ნამცხვარი, დილას შემოერტყა ღრუბელთა სუდარა, ღამეს აერია თენების სამძღვარი. შკალაზე ცხოვრებას დააკლდა საწვავი, აღარ ხეტიალობს წარსულში გონება, ანგარიშს მოვითხოვ სიგარის ნამწვავით, მიმტანი:თქვენზეა ,,ნარჩენი ცხოვრება" ! / otospoetry
ოთო გურგენიშვილი-ის სხვა ვიდეოები
მუხრან მაჭავარიანი - საქართველო
14:58
მეცამეტე თვის პოეტები -- კეთილ სოფელი
01:35
ოთო გურგენიშვილი - მეცამეტე თვე / Oto Gurgenishvil...
01:22
Oto Gurgenishvili - Pardon et merci
01:08
ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / Oto G...
00:48
ოთო გურგენიშვილი - პრელუდია და შამათი
01:08
ოთო გურგენიშვილი - მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით)
02:01
ოთო გურგენიშვილი - ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პ...
მსგავსი ვიდეოები
მუხრან მაჭავარიანი - საქართველო
ოთო გურგენიშვილი
მეცამეტე თვის პოეტები -- კეთილ სოფელი
ოთო გურგენიშვილი
ოთო გურგენიშვილი - მეცამეტე თვე / Oto Gurgenishvili - Mecame...
ოთო გურგენიშვილი
Oto Gurgenishvili - Pardon et merci
ოთო გურგენიშვილი
ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / Oto Gurgenishvi...
ოთო გურგენიშვილი
ოთო გურგენიშვილი - პრელუდია და შამათი
ოთო გურგენიშვილი
ოთო გურგენიშვილი - მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით)
ოთო გურგენიშვილი
ოთო გურგენიშვილი - ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები
ოთო გურგენიშვილი