ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში
მეათე მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნას, საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტია კონკრეტული პირობის გათვალისწინებით შეძლებს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან. როგორც კანონპროექტში არის აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლამდე გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ საარჩევნო ბლოკებსაც, ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნის უფლება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრად შესაბამისი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში, მისი ამ პარტიის წევრად მითითებული შვიდი წევრი მაინც იქნება არჩეული. ამასთან, ცვლილებებით, კონსტიტუციური ჩანაწერის შესაბამისად დგინდება, რომ ფრაქციის შექმნის უფლება ექვსი დეპუტატის ნაცვლად, შვიდს ექნება. რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ინიცირებისთვის პირველ ივნისს, ბიუროს სხდომას წარედგინება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში
TV IMEDI
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში
TV IMEDI
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში
TV IMEDI
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში
TV IMEDI
ცვლილებები რეგლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძე: „ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში მოგვცემ...
Parliament of Georgia
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster