app.orbeliani.net
www.orbeliani.net
იდეის გამოგზავნის ინსტრუქცია: • იდეის გამოგზავნის ინსტრუქცია Orbelian...
ხშირად დასმული შეკითხვები:
როგორ წარმოვადგინო იდეა?
იდეების წარდგენა მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეგიძლიათ ჩვენს ონლაინპლატფორმაზე app.orbelian.net. პლატფორმაზე უნდა შეავსოთ მოთხოვნილი ველები და წარმოადგინოთ ნივთების ჩამონათვალი, რომელიც იდეის განხორციელებისთვის გჭირდებათ.
ვის შეუძლია იდეების წარდგენა ?
ნებისმიერ ადამიანს , ადამიანთა ჯგუფს , ან ორგანიზაციას , რომელსაც სურს იდეისგანხორციელება საქართველოში . იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს და სასურველია , რომ განხორციელებაში სხვა მოხალისეებიც იყვნენ ჩართულნი .
გასცემთ თუ არა ფულად გრანტებს ?
ორბელიანი არ გასცემს ფულად გრანტს . ის დაგიფინანსებთ მხოლოდ იმ მატერიულური რესურსების , ნივთების ან სერვისის შესყიდვას , რაც იდეის განხორციელებისთვის გჭირდებათ .
როგორი ინიციატივები ან რა პროფილის იდეები ფინანსდება ?
იდეების თემატიკა შეუზღუდავია . მთავარია იდეამ გამოიწვიოს პოზიტიური სოციალური ცვლილებები, მოუტანოს სარგებელი თქვენს თემს (სამეზობლო, ინტერესთა ჯგუფი, რეგიონი, ფართო საზოგადოება). ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თქვენ რისი შეცვლა გინდათ უკეთესობისკენ და მცირე წვლილი შევიტანოთ თქვენი იდეის განხორციელებაში.
აპლიკაციის წარდგენიდან რა ვადაში ფინანსდება იდეა ?
განაცხადის წარდგენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. შემოტანილი იდეები ეტაპობრივად განიხილება ყოველი თვის ბოლოს ორი კვირის ვადაში. გამარჯვებული იდეები გამოქვეყნდება პლატფორმაზე .
რამდენი უნდა იყოს წარმოდგენილი იდეების ბიუჯეტი?
იდეების მთლიანი ღირებულება დამოკიდებულია მათ შინაარსზე. საორიენტაციოდ გირჩევთ, გადახედოთ დაფინანსებული იდეებს და შესაბამის ბიუჯეტს. მათი ღირებულება სხვადასხვაგვარია აქტივობებიდან გამომდინარე. მოხალისემ უნდა დაასაბუთოს, რომ მოთხოვნილი ნივთები წარმოადგენს აუცილებელ პირობას იდეის განხორციელებისთვის. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ეკონომიურობა ნივთების შესაბამისობა საბაზრო ფასთან და რესურსების ეფექტიანი გამოყენება იდეების შეფასების ერთერთი კრიტერიუმია.
განსაზღვრულია თუ არა იდეის განხორციელების ვადები?
ინიციატივა უნდა დაიწყოს დაფინანსებიდან უახლოეს ვადაში და სასურველია, რომ ძირითადი აქტივობები პირველი სამი თვის ვადაში დასრულდეს. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პროექტები, რომლის სიცოცხლისუნარიანობა გრძელდება ‘ორბელიანის’ დაფინანსების გარეშეც. განხორციელების ვადის ადეკვატურობას და შესაბამისობას კონკურსის ფარგლებში მიმომხილველთა ჯგუფი გადაწყვეტს.
რა კრიტერიუმებით ფასდება საკონკურსო იდეა?
განხილვისას ვსარგებლობთ შემდეგი კრიტერიუმებით: შედეგზე ორიენტაცია რამდენად მნიშვნელოვანია დასახული შედეგის მიღწევა პრაქტიკული მხარე – რამდენად შესაძლებელია იდეის განხორციელებით მიღწეული იქნას დასახელებული შედეგი ეკონომიურობა – რამდენად რეალისტურია შემოთავაზებული ბიუჯეტი მდგრადობა – რამდენად მდგრადია შემოთავაზებული იდეა ? კრეატიული რამდენად გამოირჩევა იდეა შემოქმედებითი თვალსაზრისით და გვთავაზობს პრობლემის გადაწყვეტი ახლებურ ხედვას გენდერული ასპექტ ი რამდენად თანაბრად არიან ქალები/გოგონები და მამაკაცები/ბიჭები ჩართულნი იდეის განხორციელებაში და რამდენად თანაბრად ისარგებლებენ განხორციელებული იდეის შედეგად
შეუძლია თუ არა მოხალისეს ერთზე მეტი იდეის შემოტანა? ერთ ადამიანს შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის იდეის შემოტანა. გამარჯვებული იდეის ავტორსაც შეუძლია კვლავ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.
რა ენაზე შემიძლია იდეის წარდგენა?
იდეების წარდგენა სასურველია ინგლისურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ სააპლიკაციო ფორმა ინგლისურადაა, შეგიძლიათ შესაბამის ველებში წარმოადგინოთ ქართულად ან რუსულ ენაზე დაწერილი იდეებიც. მათ თარგმნას და პლატფორმაზე ინგლისურად გამოქვეყნებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ.