"რასაცა გასცემ შენია" - ორბელიანი საქართველო

01.12.2022 02:16

29 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ,,ორგანიზაცია “ორბელიანი საქართველო”-ს ორგანიზებით აღინიშნა სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია “რასაცა გასცემ შენია”. კამპანიის მიზანი იყო ადამიანებისთვის შეხსენება, რომ ყოველი დღე სიკეთის კეთების ახალი შესაძლებლობაა, რისთვისაც მთელი ნოემბრის განმავლობაში საქართველოს ქალაქებში ეკრანები განათდა მოწოდებებით - გასცენ მეტი: სიყვარული, სიკეთე, ზრუნვა, სითბო და პატარ-პატარა საჩუქრებით მადლობა ვუთხარით მათ ვინც ამას არ ელოდა. პატარა, მოულოდნელი სიკეთეები ყოველთვის იწვევს დიდ ემოციას, ადამიანის გახარებული სახეების დანახვა კი ყველასთვის სიხარულის მომტანი ხდება. სასურველი სამყარო თავადვე უნდა შევქმნათ #მეტი სიკეთით, მეტი სიყვარულით, მეტი ზრუნვითა და მეტი ყურადღებით, სამყაროში გაშვებული დადებითი ენერგიები კი არასდროს იკარგება და აუცილებლად სწორ და მნიშვნელოვან დროს ბრუნდება უკან.

გაზიარება: