დავით სოკოლოვი გარდაიცვალა
საზოგადოება ემშვიდობება დავით სოკოლოვს - ადამიანს, რომლის სახელსაც საქართველოს პირველი ტელევიზიის შექმნა და ქართული სატელევიზიო ისტორიის დაწყება უკავშირდება. „მოამბის“ და არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-შემეცნებითი გადაცემის ცნობილი წამყვანი გუშინ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული წელი ტელეეკრანზე და მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული საქმე, რომელმაც დავით სოკოლოვს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. გარდაცვალებამდე შვიდი თვით ადრე მთაწმინდაზე, ტელეხედვის ძველ სტუდიასთან მისი სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა - ამით პირველი არხის მიერ რვა წლის წინ დაწყებული ტრადიცია გაგრძელდა. ტელევიზიაში თეატრალური უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 1958 წელს მოვიდა და პირდაპირ ეთერში 30 წელზე მეტი იმუშავა. ის ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო. დავით სოკოლოვის სამოქალაქო პანაშვიდი დიღომში 13 ასურელი მამის ტაძარში გაიმართება. ყველასათვის საყვარელ დიქტორს ხუთშაბათს დაკრძალავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავით სოკოლოვი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სოკოლოვის ემოციური ლექსი პირდაპირ ეთერში
Ucha Tv
ლეგენდარული დიქტორი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა
telekompania gurjaani
#ახალიდღე დავით სოკოლოვის გახსენება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სოკოლოვის დაკრძალვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ახალი დღის“ სტუმარი - დავით სოკოლოვი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სოკოლოვი - სტარტერში
TV IMEDI
დავით სოკოლოვი ლექსი სიყვარულზე,ავტორი მერაბ ბერაძე
ტაძარი