სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდი“ ევროპაში / უკრაინა სააკაშვილს აფრთხილებს #LIVE


• პირველი რეაგირება ოპოზიციური ერთობის რიგებიდან - ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წინადადებას ,,რესპუბლიკური პარტია” ეხმიანება, რომელიც ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში პარლამენტში ერთჯერადად შესვლას და კენჭისყრაში მონაწილეობას გეგმავს; ხათუნა სამნიძის განცხადება ოპოზიციაში შესაძლოა, ახალი უთანხმოების მიზეზი გახდეს;
• უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს - პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური პოზიციაა, უკრაინის მოქალაქე საჯარო მოხელეებმა საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან თავი შეიკავონ; სააკაშვილის არაკორექტული განცხადებების ადრესატი ამჯერად, მეგობარი სახელმწიფოს ელჩია, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში სააკაშვილის უარყოფით როლზე საუბრობს; მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის განცხადებებს უკრაინელ დიპლომატზე თავდასხმად აფასებს, სააკაშვილის პარტია და პოლიტ-პარტნიორები კი სტრატეგიული პარტნიორის ელჩის კრიტიკაში პრობლემას ვერ ხედავენ;
• აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე უკვე მეორედ მსჯელობს - ყოფილ პრეზიდენტს მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის გამო ასამართლებენ; ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება; დაცვის მხარე პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იმპიჩმენტის პროცედურას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ არჩევნების არაღიარებისკენ მოწოდებები აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა დაცული; დონალდ ტრამპი ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა;
• ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ევროპის ქალაქებში და დაკავებული საქართველოს 50-მდე მოქალაქე - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ; ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში საფრანგეთისა და იტალიის სამართალდამცავ უწყებებთან ერთად ქართველი ატაშეები და ინტერპოლიც მონაწილეობდა; დაკავებულ ქართველებს იტალიის კანონმდებლობის მიხედვით 7 წლამდე, ფრანგული კანონმდებლობით კი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან