ჯაყოს ხიზნები [II ნაწილი]


მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი

ავტორი - მიხეილ ჯავახიშვილი
რეჟისორი - თემურ ჩხეიძე
მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი
კომპოზიტორი - გომარ სიხარულიძე
ქორეოგრაფი - იური ზარეცკი

მონაწილეობენ:
ნანი ჩიქვინიძე, გივი ჩუგუაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, დავით დვალიშვილი, მამუკა კიკალეიშვილი, თემურ კილაძე, ზურაბ სტურუა, ვაჟა კვიტაიშვილი, მაია ტატიშვილი, ჯემალ მონიავა, ავთო მიქაძე.

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებმა“ რეჟისორ თემურ ჩხეიძის ყურადღება მრავალჯერ მიიპყრო. ყველაზე დიდი წარმატება პირველ სატელევიზიო სპექტაკლს მოჰყვა. მოგვიანებით მან ეს ნაწარმოები ჯერ მოსკოვის სამხატვრო თეატრის სცენაზე, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში დადგა. პირველ დადგმაში რეჟისორისთვის აქტუალური იყო ჯაყო - უხეში, ბნელი ძალა, რომელიც ანადგურებს ყველაფერ მშვენიერსა და გონიერს. შემდეგ ორ დადგმაში კი მთავარი წიგნიერი, უნაყოფო თეიმურაზი გახდა, რომლის უმოქმედობა და უსუსურობა ნაყოფიერ ნიადაგს უმზადებს და გზას უხსნის ბოროტებას გამარჯვებისკენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან