"სომეხი მხატვრები საქართველოში"

01/29/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა კატალოგის - „სომეხი მხატვრები საქართველოში - ჰაკობ ჰოვნათანიანიდან გაიანე ხაჩატურიანამდე\" პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ცნობილი სომეხი მხატვრების: ბაიახჩევის, ფარაჯანოვის, ღარსლიანის, სარიანის და სხვათა, როგორც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე თეატრისა და კინოს მხატვრობა.

კატალოგის გამოცემა განხორციელდა საქართველოში სომხეთის საელჩოს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ირენა ოგანჯანოვა.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი მარინე მიზანდარი და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ჰოვანეს მანუკიანი.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან