ვიზალიბერალიზაციის ხუთი წელი
ისტორიული თარიღი საქართველოსთვის. ხუთი წლის წინ ამ დღეს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2017 წლის 28 მარტიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნები გაიხსნა. საქართველო ვიზალიბერალიზაციის ხუთი წლისთავს აღნიშნავს. უვიზო რეჟიმის ამოქმედებით გაჩნდა უამრავი შესაძლებლობა და ხელშესახები შედეგი ყველა მიმართულებით, თუმცა პროცესს ახლავს გამოწვევებიც - პირველ რიგში კი, არალეგალური მიგრაციის მხრივ. ხუთი წლის წინანდელ გადაწყვეტილებას წინ უამრავი ეტაპის გავლა, ვალდებულება და რეფორმის გატარება უძღოდა. 2012 წელს დაწყებული დიალოგი 2013 წელს ევროკომისიისგან სამოქმედო გეგმის, ანუ საშინაო დავალების მიღებით გაგრძელდა, შემდეგ იყო ხანგრძლივი განხილვები, გეგმის შესრულების ანგარიშები, სირთულეები, გამოწვევები და საბოლოო გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ახალ ეტაპზე გადაიყვანა. წინ კიდევ ერთი მთავარი ეტაპია - წევრობის განაცხადის წარდგენის შემდეგ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ითხოვს, რისთვისაც ახლა ევროკომისიისგან კითხვარის მიღებას ელოდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვიზალიბერალიზაციის ხუთი წელი
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 28 მარტი, 2022 წელი
TV IMEDI
ხუთი წელი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 28 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიზალიბერალიზაციის ოთხი წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველომ ყველაფ...
Music Box
ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიში
TV IMEDI