რაჭა სტიქიური პროცესების ეპიცენტრშია
ონის რაიონი სტიქიური პროცესების ეპიცენტრშია - 12 სოფელი ამ წუთამდე რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილი რჩება. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე რიონის ადიდების შედეგად მიყენებული ზიანი იმდენად მასშტაბურია, რომ ადგილზე სულ უფრო მეტი სამაშველო ბრიგადისა და ტექნიკის მობილიზება ხდება საჭირო. ჩაკეტილ სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილი ვერტმფრენით გამოჰყავთ. ჩანგრეულია ცენტრალური ორკილომეტრიანი გზის რამდენიმე მონაკვეთი, წაღებულია ხიდები და დაზიანებულია წყალმომარაგების ქსელი. რთულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. წყალდიდობის გამო, რთული ვითარება შეიქმნა კურორტ შოვშიც. ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, ადგილობრივებს პირველადი მოხმარების ნივთებსა და მედიკამენტებს აწვდიან. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით უკვე დაკომპლექტდა საგანგებო შტაბი, რომელიც ვითარების კონტროლს სტიქიის ზონიდან ახორციელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რაჭა - სტიქიის ეპიცენტრი / საქართველოს მეთოდებით „შპიგელი“ ი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიური პროცესების შედეგი
ახლობელი მედია
მაშველები კიდევ 17 ადამიანს ეძებენ - შოვი 6 აგვისტოს. დრონის...
რადიო თავისუფლება
ყველამ დავაგვიანეთ - მოხალისე ალპინისტი
რადიო თავისუფლება
სტიქია რაჭაში - შოვი დრონის კადრებში
რადიო თავისუფლება
ონელი ექიმები სტიქიის ზონაში
რადიო თავისუფლება
რაჭა შველას ითხოვს
ამერიკის ხმა
კლდეზვავი იქვე გაჩერდებოდა, წყლის დიდი რაოდენობა რომ არ დახვ...
Mtisambebi / მთის ამბები