გურამ დოჩანაშვილი დღეს დაკრძალეს

06.04.2021 06:22

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერალი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მისი დანაბარები შესრულდა - გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს.

ამონარიდები და ფრაზები მწერლის ცნობილი და კლასიკად ქცეული ნაწარმოებებიდან დღეს თითქმის ყველამ ზეპირად იცის. მის პიესებზე იდგმებოდა სპექტაკლები და იწერებოდა ფილმის სცენარები. აქტიურ შემოქმედებით საქმიანობამდე იყო მისი, როგორც უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის და არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლის, არქეოლოგიური ექსპედიციები, ანტისაბჭოური პროკლამაციების გამო კი სკოლის პერიოდში პირობითი სასჯელიც ჰქონდა მისჯილი. მისი ცნობილი ნაწარმოების და მალევე ბესტსელერად ქცეული - „სამოსელი პირველის“ გამოცემიდან თითქმის 50 წელია გასული, თუმცა დღემდე ერთ-ერთ ბესტსელერად რჩება. 2014 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ჩემს წიგნში“ ათასობით მკითხველმა ის ყველა დროის 15 ყველაზე საყვარელ ნაწარმოებს შორის დაასახელა. „ძნელია მაგიდასთან მისვლა, მერე ქაღალდი ყველაფრის ამტანია, როგორც კარგის, ისე - პირიქით”, - ეს არაერთი პრემიის ლაურეატის და თბილისის საპატიო მოქალაქის სიტყვებია. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, რომ მუშაობდა ტრილოგიის მესამე წიგნზე, რომლის დასრულება ვეღარ მოასწრო. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

გურამ დოჩანაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდზე დაკრძალეს
03:04

გურამ დოჩანაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდზე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა
04:44

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე გურამ დოჩანაშვილი 80 - ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
12:15

#ახალიდღე გურამ დოჩანაშვილი 80 - ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე გურამ დოჩანაშვილს 82 წელი შეუსრულდა, გიორგი კეკელიძის ინტერვიუ ქართველ კლასიკოსთან
10:39

#ახალიდღე გურამ დოჩანაშვილს 82 წელი შეუსრულდა, გიორგი კეკელი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გურამ დოჩანაშვილი  ,,სამოსელი პირველი''.
09:54:01

გურამ დოჩანაშვილი ,,სამოსელი პირველი''.

დაინახე, რაც გესმის

გურამ დოჩანაშვილის ლექცია აზროვნების აკადემიის არქივიდან

გურამ დოჩანაშვილის ლექცია აზროვნების აკადემიის არქივიდან

აზროვნების აკადემია

#ახალიდღე  გურამ დოჩანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი დეტალები
05:39

#ახალიდღე გურამ დოჩანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გურამ დოჩანაშვილი სულიწმინდაზე და პატრიარქზე
07:36

გურამ დოჩანაშვილი სულიწმინდაზე და პატრიარქზე

ხიად

ყველა ვიდეო