სოფელ ჭიაურში კარანტინი გამოცხადდა

24.06.2014 01:50

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ცოფის გამოვლენის გამო კარანტინი გამოცხადდა. როგორც კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ზურაბ არსენიშვილმა განაცხადა, დაავადება ნუგზარ კაპანაძის კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვის ფერმაში დაფიქსირდა. „დაავადების კერის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილის, ზურაბ არსენიშვილის, 2014 წლის 17 ივნისის 171-ე განკარგულებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1qGnnNZ

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო