მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა
02/16/2024
ცნობილი ხდება ბაღდათში 7 თებერვალს დატრიალებულ ტრაგედიაზე მომზადებული დასკვნა.
სოფელ ნერგეეთში კლდეზვავური ტიპის მეწყრის განვითარების მიზეზად თოვლის საფარის დნობა და უხვი ნალექი სახელდება. როგორც ირკვევა, ის ადგილი, სადაც სტიქიის გამო ოთხი სახლი მიწის ქვეშ აღმოჩნდა და ცხრა ადამიანი დაიღუპა, წინასწარ შესწავლილი არ იყო, თუმცა მთელი დასახლება მეწყრულ ზონად არის მიჩნეული. ნერგეეთში მეწყრული პროცესების განვითარების რისკი ისევ არის, ამიტომ სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ადამიანების უკან დაბრუნების ნებართვას ვერ გასცემენ. გეოლოგების რეკომენდაციაა, რომ ნერგეეთში განვითარებული სტიქიური პროცესების პრევენციისთვის ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი და მონიტორინგის გაძლიერებაა საჭირო. მარტო ბაღდათის რაიონში არაერთი მეწყრული და რისკისშემცველი ზონაა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.