ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი
საქალაქო სასამართლო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელს ქონების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და დააყადაღებს თუ არა „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორმას“ წილებს. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს პარასკევს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. იმისთვის, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაშმა ვერ შეძლოს „რუსთავი 2“-ის წილის გასხვისება, ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ორ კერძო სუბიექტს შორის საკუთრების უფლების დავაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საჯაროდ არ გამოცხადდება და ის მხარეებისთვის გახდება ცნობილი. ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკუ...
Maestro Television
ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსთავი 2“-ის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოქრუაშვილი ხალვაშის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პარტია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება
info rustavi
ირაკლი ოქრუაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster