მიმართვა 2 ივნისის აქციის მონაწილეებს

01.06.2013 01:16

დავით სუბელიანი / 2 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ ჩატარდება აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით: http://on.fb.me/10zyJRQ 1. ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია. 2. მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21--ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია. 3. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია - მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

გაზიარება: