18 სექტემბერს, მესტიაში, სახალხო დამცველის აპარატმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით მოაწყო კონფერენცია ხუდონჰესის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ამჯერად დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას. გარდა ამისა, დარგის სპეციალისტებმა გამოთქვეს არაერთი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას რეგიონს ეკოლოგიური, კულტურული და უსაფრთხოების თვალსაზრისით. კონფერენცია 3 ნაწილისგან შედგებოდა და მას მოდერირებას უწევდა საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.
http://netgazeti.ge
http://netgazeti.ge